ვინ გააკეთა ეს...?

დილით ვდგები თბილი ლოგინიდან, მივემართები პირდაპირ აბაზანისკენ სადაც მელოდება უნიტაზი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. ზამთარში ძალიან მცივა და მეზარება ტრუსების ჩაწევა, მაგრამ რას იზამ? ვიხედები სარკეში და როგორც წესი ვხედავ ჩემს გამოუძინებელ სახეს, რომელიც საშინლად არაკომფორტულად იდო მთელი ღამის განმავლობაში ბალიშზე. ვიღებ კბილის ჯაგრისს და მესმის მაღვიძარის ხმა... ოოოოოოოხ, ისევ არ გამოვრთე ბოლომდე!!! ეს კბილის პასტა არც ისე გემრიელია, დღესვე ვიყიდი ახალს. დიახაც, მოსაქმების შემდეგ არ დამიბანია ხელები საპნით. მერე რა? ყველა ესე იქცევით როცა მარტო ხართ:) მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი კი ისაა თუ ვინ გამოიგონა და გააკეთა ყველა ის ნივთი რომელსაც ჩვენ ყოველ დღიურად, ყოველ საათსში და ყოველ წუთს ვიყენებთ.

მე ვაპირებ ასეთი მარტივი, მაგრამ ამავდროულად გენიალური საგნებისა თუ ნივთების გამოგონებასა და გამომგონებლებზე დავწერო. ეს საინტერესოა ჩემთვის და საინტერესო იქნება თქვენთვისაც. დიდი სურვილი მაქვს, რომ შემომიერთდეთ და გამომიგზავნოთ ნებისმიერი ისტორია, ნებისმიერი ნივთის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ბლოგის სათაურის გამეორებასაც ვერ მოასწრებთ რომ თქვენი საინტერესო ისტორია უკვე იდება აქ :)


ისტორიები გამოაგზავნეთ აქ >>>scorpiorey@gmail.com

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS